ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
1772358774
მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით აეროპორტები დახურული რჩება. საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს ისრაელმა, კატარმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.
ავიაკომპანიამ Emirates Airlines დუბაის მიმართულებით და პირიქით ყველა რეისი სულ მცირე 1 მარტის შუადღემდე შეაჩერა. Qatar Airways-ის მონაცემებით, კატარის აეროპორტი სულ მცირე 2 მარტის დილამდეა დაკეტილი. საჰაერო სივრცე ასევე დახურული აქვთ ირანსა და ისრაელს.
ამან გამოიწვია ის, რომ რეგიონის საკვანძო აეროპორტები დუბაიში, აბუ-დაბისა და დოჰაში პარალიზებულია. ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებმა 1800-ზე მეტი რეისი გააუქმეს.
საავიაციო ანალიტიკური კომპანია Cirium-ის მონაცემებით, 3 უმსხვილესი ავიაკომპანია, რომლებიც ამ აეროპორტებში ოპერირებენ - Emirates, Qatar Airways და Etihad, ჩვეულებრივ რეჟიმში დღეში დაახლოებით 90 ათას მგზავრს ემსახურებიან.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.