Adolescence-ის ოუენ კუპერი Emmy-ზე ნომინირებული ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა

ოუენ კუპერი

Adolescence-ის ვარსკვლავი ოუენ კუპერი ემის ისტორიაში შევიდა - იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი ლიმიტირებული სერიალის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში.

კუპერი Netflix-ის ჰიტ სერიალის, Adolescence-ის გამორჩეული ვარსკვლავია, ახლა კი ბრიტანელი მსახიობი ემის პრესტიჟული დაჯილდოების ისტორიის შემქმნელთა რიგს შეუერთდა.

15 წლის კუპერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი ემის მთავარ კატეგორიაში - საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ლიმიტირებულ სერიალში, ანთოლოგიაში ან ტელეფილმში.

მან ამჟამინდელი რეკორდსმენის, სკოტ ჯეკობის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 16 წლის იყო, როცა 1972 წლის ტელეფილმისთვის That Certain Summer ემიზე იყო ნომინირებული.

კუპერს არასოდეს უმუშავია მსახიობად იქამდე, სანამ Adolescence-ის ქასთინგში მიიღებდა მონაწილეობას — ფილიპ ბარანტინის მიერ გადაღებულ დრამაში, რომელმაც მაყურებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააოცა ემოციური სიღრმით, კომპლექსური ფსიქიკის დემონსტრაციითა და ახალგაზრდა ბიჭებში არსებული საშიში ტენდენციების შესახებ.

სერიალში ოუენ კუპერი თამაშობს ჯეიმი მილერის, 13 წლის ბიჭის როლს, რომელსაც შეიარაღებული პოლიცია სახლში უვარდება და მკვლელობის ეჭვით აკავებს. კუპერის პარტნიორი მსახიობის, სტივენ გრემის თქმით, მისი შესრულებამ რობერტ დე ნიროს სტილს ჰგავდა.

ოუენ კუპერი ემისთვის იბრძოლებს Adolescence-ის თანავარსკვლავ ეშლი უოლტერსთან, ხავიერ ბარდემთან (Monsters: The Lyle And Erik Menendez Story), ბილ კემპთან (Presumed Innocent), რობ დილეინისთან (Dying For Sex) და პიტერ სარსგარდთან (Presumed Innocent) ერთად.

ემის აკადემიის წევრები კენჭისყრას 18-27 აგვისტოს პერიოდში ჩაატარებენ. შემდგომში, 6-7 სექტემბერს შედგება ემის შემოქმედებითი ხელოვნების ორი ცერემონია, სადაც სერიალებზე მომუშავე ტექნიკური ჯგუფები დაჯილდოვდებიან. ხოლო მთავარი — ემის 77-ე ყოველწლიური დაჯილდოება — 14 სექტემბერს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა CBS-ისა და Paramount+-ის მეშვეობით.