„ადგილზე სისხლიანი ჩაქუჩი და ხრახნი იპოვეს...“ - ცოლის მკვლელობისთვის 80 წლის კაცი დააკავეს (უცხოეთი)

ლენტი

მერილენდის შტატში 80 წლის მამაკაცი დააკავეს და ცოლის ჩაქუჩით მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. შემთხვევა პენსიონერთა თავშესაფარში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, 78 წლის ბევერლი ფლეტჩერი პენსიონერთა თავშესაფარ „Leisure World“-ში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სისხლიანი ჩაქუჩი და ხრახნი იპოვეს. მისი მეუღლე, ვივიან სტიუარტ ნეიშენი იმ დროისთვის ბინაში იმყოფებოდა. მას ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს.

ნეიშენი გამომძიებლებს ესაუბრა და თქვა, რომ მეუღლეს ექიმის გამო ეჩხუბა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, ქალი დაბლა დაეცა, მამაკაცმა კი ჩაქუჩი ყელში ჩაარტყა.

წყვილი 13 წელია იყო დაქორწინებული.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორივე ოჯახისთვის რთული სიტუაციაა. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც ბოლო წლებში გარკვეული კოგნიტური სირთულეები აწუხებდა.

ბატონმა ნეიშენმა 80 წელი იცხოვრა სერიოზული ან ძალადობრივი დანაშაულების ჩანაწერის გარეშე. აქ აშკარად სხვა რამ ხდება“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.