„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
სამარის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ ფედორიშევის განცხადებით, 30 მარტს ღამით უკრაინული დრონები ტოლიატიში მდებარე ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს დაესხნენ თავს.
მისივე თქმით, მსხვერპლი არ არის და არც საცხოვრებელი ობიექტები დაზიანებულა.
ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს, რომელ საწარმოზეა საუბარი, თუმცა რუსული და უკრაინული „ტელეგრამ-არხები“ წერენ, რომ სავარაუდოდ დარტყმის სამიზნე „კუიბიშევ აზოტის“ ქარხანა გახდა. როგორც რუსული გამოცემა The Bell აღნიშნავს, ეს ქარხანა აწარმოებს არა მხოლოდ სასუქებს, არამედ ასაფეთქებელი ნივთიერებების პრეკურსორებსაც.
ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ქალაქ ტოლიატის თავზე კვამლი ჩანს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იერიში დაახლოებით დილის 05:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე რაიონში ხუთზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა.
ცნობისთვის, ადგილობრივი ხელისუფლება იუწყებოდა, რომ ტოლიატიში მდებარე ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოზე დრონებით იერიში 29 მარტის ღამესაც განხორციელდა. მარტის შუა რიცხვებშიც ვრცელდებოდა ცნობები „კუიბიშევ აზოტის“ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ.