აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 24 იანვარს გაგრძელდება

შეხვედრა

აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულებულია.

„შეხვედრა მიეძღვნა რუსეთის ომის დასრულების პარამეტრებს და მოლაპარაკებების პროცესის შემდგომ ლოგიკას, რომლის მიზანია ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ სვლა“, – წერს ტელეგრამში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.

მოლაპარაკებები 24 იანვარს გაგრძელდება.