88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა

ირანში ინტერნეტი დაბრუნდა

88-დღიანი პაუზის შემდეგ ირანში ინტერნეტი დიდწილად ისევ ხელმისაწვდომი გახდა. ინტერნეტის მონიტორინგის გლობალური ქსელის, NetBlocks-ის ინფორმაციით, ირანი ინტერნეტის გარეშე იყო 2093 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ერთი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ხანგრძლივი გათიშვაა. 26 მაისს, აღდგენის შემდეგ ინტერნეტზე წვდომა 86% იყო.

ირანის სახელმწიფო მედიამ 25 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა კავშირგაბმულობის მინისტრს დაავალა ინტერნეტზე წვდომის აღდგენა.

ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ინტერნეტი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 2026 წლის 28 თებერვლიდან დაბლოკა და მიზეზად დაასახელა უცხოეთიდან მოსალოდნელი კიბერშეტევები.

NetBlocks-ის აპრილის მონაცემებით, ინტერნეტის გათიშვამ ირანის ეკონომიკა 1,8 მილიარდი დოლარით დააზარალა.

ირანის ხელისუფლებამ დაახლოებით ათი დღით ინტერნეტი დაბლოკა 2025 წლის იანვარშიც, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროსაც.