პილოტი, რომელიც უცხოპლანეტელებმა „გაიტაცეს“ - ფრედერიკ ვალენტიჩის ბოლო სიტყვები
1784587290
აშშ-ის ილინოისის შტატში ერთი ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობის საქმეზე ორი მოზარდი დააკავეს და მათ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. პოლიციის განცხადებით, საქმე შემთხვევით თავდასხმას არ უკავშირდება - გამოძიება მომხდარს კონკრეტული ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ, მიზანმიმართულ მასობრივ სროლად განიხილავს.
ტრაგედია ისტ-სენტ-ლუისში მოხდა. ხუთი ადამიანი სამ სხვადასხვა ადგილას მოკლეს, კიდევ ორი კი დაიჭრა. დაღუპულთა ასაკი 21-დან 74 წლამდე იყო.
საქმეზე დაკავებულები 16 წლის ბიჭი და მისი მეგობარი, 15 წლის გოგო არიან.
პოლიციის ცნობით, სროლის ეპიზოდები ძირითადად კვირას, ისტ-სენტ-ლუისის სამ სხვადასხვა ადგილას მოხდა. ერთ-ერთი შემთხვევის ადგილი პარკიც იყო. თუმცა სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთი მსხვერპლი რამდენიმე დღით ადრე იყო დაჭრილი და მოგვიანებით გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორი მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც ავტომობილი სახელმწიფო პარკში გააჩერეს.
გამოძიებას დანაშაულის ოფიციალური მოტივი ამ დრომდე არ დაუსახელებია. თუმცა 15 წლის გოგოს მამამ, მარკუს მეიმ, ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მისი შვილი ოჯახის წევრებზე იყო გაბრაზებული და, მისი თქმით, თავდასხმა თავის მეგობარ ბიჭთან ერთად დაგეგმა.
მარკუს მეის თქმით, მომხდარის შედეგად მან დედა, და, ორი გერი და ძმისშვილი დაკარგა. დაღუპულები 74, 49, 25, 24 და 21 წლის იყვნენ.
16 წლის დევისს სულ 12 ბრალდება აქვს წარდგენილი, მათ შორის ხუთი მკვლელობისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის პატიმრობაში რჩება.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმა მიზანმიმართული იყო და საზოგადოებისთვის შემთხვევით საფრთხეს არ წარმოადგენდა. გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ერთი ოჯახის წევრების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა.
ორივე დაკავებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.