როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ თავიდან აიცილოთ უიღბლობა
1768594851
ამბავი, რომელიც 35 წლის წინ მოხდა, დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვითაა სავსე. ტარა კალიკო მოულოდნელად, უკვალოდ გაქრა ისე, რომ გოგონას ადგილსამყოფელს ვერავინ ვერსად მიაკვლია. მისი დედა, პატი დოელი, 2006 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ქალი ყოველდღე შვილის მოგონებით ცხოვრობდა და მას ყველგან ეძებდა.
1988 წლის 20 სექტემბერს, ტარამ, როგორც ყოველთვის, დილით ველოსიპედით გასეირნება დაგეგმა, შემდეგ კი შეყვარებულთან, მარკ მაკკრაკენთან, ჩოგბურთის თამაშს აპირებდა.
დედა-შვილი ხშირად ველოსიპედით ერთად სეირნობდა, თუმცა, იმ დღეს ტარას დედა არ გაჰყოლია.
პეტიმ შვილს ურჩია, წიწაკის სპრეი წაეღო. ცნობილია ისიც, რომ გოგონამ ველოსიპედზე რამდენჯერმე მუქარის შემცველი წერილები იპოვა. ტარა ამ შეტყობინებებს უგულებელყოფდა და ფიქრობდა, რომ მშობლიურ გარემოში უსაფრთხოდ იყო.
როდესაც გოგონა 12:05 საათზე არ გამოჩნდა, დედამ იგრძნო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და შვილის ძებნა დაიწყო. იმ გზას დაადგა, რომელიც მის შვილს უნდა გაევლო, თუმცა გოგონა არსად შეხვედრია. მოგვიანებით ქალმა პოლიციას დაურეკა.
გაირკვა, რომ სტუდენტი ბოლოს 11:45 საათზე ნახეს. თვითმხილველების თქმით, თეთრი პიკაპი დაინახეს, რომელიც ტარას გარკვეული დროის განმავლობაში მიჰყვებოდა. თუმცა, არავინ შესწრებია არც ავარიას და არც გატაცებას. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ეს მანქანა გოგონას გაუჩინარებასთან დაკავშირებული.
ერთი დღის შემდეგ, გოგონას მიერ სახლიდან წაღებული კასეტა ტარას სახლიდან ორ კილომეტრში იპოვეს. ველოსიპედის საბურავების კვალი ახლოს, გზატკეცილზე ჩანდა.

პატი დარწმუნებული იყო, რომ ტარა ცდილობდა, იმ მიმართულებაზე მიენიშნებინა, სადაც გამტაცებლებმა წაიყვანეს.
გოგონას კვალს ვერსად მიაკვლიეს. არც მისი სხვა ნივთები აღმოუჩენიათ სადმე. გამოძიების ვერსიით, ის სახლიდან გაიქცა. დედა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფდა და ითხოვდა, შვილის მოძებნაში უფრო ეფექტურად დახმარებოდნენ.
ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1989 წლის 15 ივნისს ერთმა ქალმა დაინახა გოგონა, რომელსაც ორი მამაკაცი ახლდა თან. მისი თქმით, გოგონა ტარას ძალიან ჰგავდა. მოწმე თვლიდა, რომ გოგონა მათ ბრძანებებს ასრულებდა. მამაკაცების ვინაობა ვერ დაადგინეს.
საინტერესოა, რომ იმავე წლის 15 ივნისს, ერთ-ერთ ავტოსადგომზე ერთადერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ფოტოსურათი აღმოაჩინეს. იმ დღეს, ფოტოს აღმოჩენის ადგილას თეთრი ფურგონი იდგა, რომელშიც 30 წლამდე ასაკის ულვაშიანი მამაკაცი იმყოფებოდა. უცნობია, გადმოვარდა თუ არა ფოტო ფურგონიდან. ავტომობილისა და მისი მძღოლის ძებნა უშედეგო აღმოჩნდა.
პოლაროიდის ფოტოზე გამოსახული იყო გოგონა და ბიჭი. მოზარდები ფურგონში საბანსა და ბალიშებზე წვანან, პირი ლენტით აქვთ აკრული და ხელები ზურგს უკან შეკრული. პეტიმ თავისი ქალიშვილი ფეხზე ნაწიბურით ამოიცნო, რომელიც გოგონამ რამდენიმე წლით ადრე ავტოკატასტროფაში მიიღო.
თუმცა, სამართალდამცავი ორგანოები ასე დარწმუნებულები არ იყვნენ. FBI-მ დაასკვნა, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა სხვა იყო.
საქმე ისაა, რომ კალიკო 1989 წელს 20 წლის იქნებოდა, ფოტოზე გამოსახული გოგონა კი, სულ მცირე, ოთხი წლით უმცროსი ჩანდა.
ითვლება, რომ ორი მსგავსი ფოტო წლების შემდეგ მონტესიტოში კიდევ იპოვეს. ტარას დედამ ფოტოებით ვერ ამოიცნო, ეს მისი შვილი იყო თუ არა.

2009 წელს ქალმა, რომელიც თავს ექსტრასენსად აცხადებდა, გამომძიებლებს განუცხადა, რომ ტარას იცნობდა. ექსტრასენსი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ხილვა, რომლის მიხედვითაც, გოგონა მოკლეს და კალიფორნიაში, სადღაც დაკრძალეს. ექსტრასენსის მტკიცებები გამოძიებისთვის უსარგებლო აღმოჩნდა.
ასევე, 2009 წელს, პოლიციის წარმომადგენელმა გამოგზავნილი ორი წერილი მიიღო. კონვერტებში ბიჭის ფოტოები იყო. ეს ფოტოები 1989 წლის ფოტოს ძალიან ჰგავდა ჰგავდა. თუმცა, გამოსახულების ანალიზი კვლავ უშედეგო აღმოჩნდა.
ტარა კალიკოს გაუჩინარების საქმე ღიად რჩება, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები ფოტოებს მტკიცებულებად აღარ მიიჩნევენ.