1500-ზე მეტი ინფიცირებული და 473 გარდაცვლილი - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას შემთხვევები გაიზარდა

ებოლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1502-მდე გაიზარდა, მათ შორის, 473 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აღმოსავლეთ პროვინციებში: იტურიში, ჩრდილოეთ კივუში და სამხრეთ კივუში.