114 წლის მსოფლიოს უხუცესი მორბენალი, სეირნობის დროს მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

მორვენალი

 114 წლის მსოფლიოს უხუცესი მარათონის მორბენალი, ფაუჯა სინგჰი ავტოავარიას ემსხვერპლა. ინდოეთის პოლიციამ მძღოლი დააკავა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და მორბენალს დაეჯახა, რის შემდეგადაც მძღოლი ადგილიდან მიიმალა. შეჯახების შედეგად სინგჰმა მძიმე ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ინციდენტი ორშაბათს, ჩრდილოეთ პენჯაბის შტატში მოხდა, სადაც სინგჰი შუადღისას სეირნობდა.

სინგჰი, მსოფლიოში ცნობილმა მორბენალია. მან მარათონის რეკორდები სხვადასხვა ასაკში დაამყარა, მათ შორის, 100 წელს გადაცილებულ ასაკში. მან სირბილი 89 წლის ასაკში დაიწყო და 2000 წლიდან 2013 წლამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცხრა მარათონი სრულად გაირბინა.