ცეცხლოვანი ფლამენგოდან, შეფ გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასამდე - „ევროპის დღეები“ თბილისში და სრული ანშლაგი ორბელიანის მოედანზე

ესპანური და შვედური საღამო

შაბათსა და კვირას თბილისი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივებმა, საქართველოს რეგიონებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ძალიან ისიამოვნეს ჯერ ესპანური და შემდეგ შვედური საღამოებით.

მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 6 მაისს გაიმართა ესპანური საღამო, რადგან ესპანეთი ივლისიდან ოფიციალურად გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას. მანამდე კი, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამიტომ, 7 მაისს შვედური დღე გაიმართა.

ორბელიანის მოედანზე „ევროპული დღეების“ გასაზიარებლად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ჯერ იყო 6 მაისს, ცეცხლოვანი ფლამეგოს ფონზე მასპინძელი ქვეყნის კერძები დააგემოვნეს. 7 მაისს კი შვედურ კულტურასა და ტრადიციებს ეზიარნენ. 

რიგით მოქალაქეებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, ევროპულ დღეებს უცხოელი ჟურნალისტები თავიანთ ჩანაწერებში აღწერდნენ...

სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდათ.

მოეწყო ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. “ესპანურ დღეზე” მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლოთ ესპანური სამზარეულოს დაგემოვნება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, „ევროპის დღეებთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს „ევროპის დღე“ მიულოცა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ესპანური დღეები” ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის დასის თეატრალური წარმოდგენით დასრულდა.

შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყო შვედი შეფის გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. შვედური დღის ფარგლებში მოეწყო ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

 

შვედური დღე შვედური ჯგუფის „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტებით დასრულდა.

სხვა სიახლეები