საშვილოსნოს კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს - კვლევა

საშვილოსნოს კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს

მეცნიერების განცხადებით, მათ საშვილოსნოს კიბოს მკურნალობაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ გარღვევას მიაღწიეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის მიერ დაფინანსებულ კვლევაზე, რომელმაც დაადგინა, რომ პაციენტის მიერ რადიაციის თერაპიამდე გარკვეული მედიკამენტების მიღება, დაავადების გამო სიკვდილიანობას 35%-ით ამცირებს.

კვლევაში 500 ქალი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. 250 ქალს ჩვეულებრივ რადიაციულ მკურნალობამდე 6-კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, კარბოპლატინისა და პაკლიტაქსელის გამოყენებით. დანარჩენ 250 ქალს მხოლოდ ჩვეულებრივი ქიმიორადიაციული თერაპია ჩაუტარდა.

5 წლის შემდეგ, პირველი ჯგუფის 80% ცოცხალი იყო, 73%-ს კი რემისია არ ჰქონია. მეორე ჯგუფში კი ცოცხალი მონაწილეების რაოდენობა 72%-ს შეადგენდა და 64%-ს სიმსივნე დაუბრუნდა ან გავრცელდა.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ დამატებითი ქიმიოთერაპიის კურსი სტანდარტულ კურსამდე სიმსივნის დაბრუნებისა და მისგან სიკვდილის რისკს 35%-ით ამცირებს. ეს ამ დაავადების მკურნალობაში ყველაზე დიდი გარღვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მერი მაკკორმაკი.     -0:10