NASA-მ მთვარისკენ რაკეტის გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო გადადო

რაკეტა

NASA-მ ახალი რაკეტის Space Launch System (SLS) მთვარისკენ პირველ ფრენამდე ტექნიკური წუნის გამო გადადო

გამოცემის ინფორმაციით, ფრენა თბილისის დროით 16:33 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა რაკეტის 4 ძრავიდან ერთ-ერთი საკმარისად ვერ გაცივდა. სპეციალისტები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობდნენ, თუმცა NASA-ს ფრენის დასაწყებად მხოლოდ 2-საათიანი ფანჯარა ჰქონდა. წუნის გამოსწორება არსებულ დროში ერ მოხერხდა, ამიტომ სტარტი გაუქმდა. SLS-ის სტარტის მორიგი მცდელობა სავარაუდოდ 2 სექტემბერს განხორციელდება.

SLS-ი ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რაც კი ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ამ დრომდე შეუქმნია. სწორედ ამ გიგანტური რაკეტით იგეგმება პროექტის Artemis განხორციელება, რომლის მიზანიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების გაგზავნაა.