FDA-იმ შშმ პირებისთვის სპეციალური ეგზოჩონჩხის გამოყენება დაუშვა

ეგზოჩონჩხი

FDA-იმ შშმ პირებისთვის სპეციალური ეგზოჩონჩხის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

Atalante - თვითბალანსირებადი, ბატარეით მომუშავე ეგზოჩონჩხი განკუთვნილია ინსულტის გადატანილთათვის, რათა მათ სიარულის აღდგენა შეძლონ. 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, ინსულტი მსგავსი პარალიზის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. აშშ-ში ყოველწლიურად 795 000-ზე მეტი ადამიანი იტანჯება ამით.

ის ვინც ინსულტს გადაურჩება, მისთვის გამოჯანმრთელება მტკივნეული პროცესია. ამის ფონზე, ეგზოჩონჩხები სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც ფასდაუდებელი რეაბილიტაციისთვის. როგორც ვიდეოში ჩანს, მისი გამოყენებით ადამიანს გარკვეული მანძილის დამოუკიდებლად გავლაც შეუძლია.

ამიტომაც, Atalante-ს ადაპტაციის, ბალანსისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების ფაქტორი მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, მისმა მწარმოებელმა Wandercraft-მა შემოგვთავაზა 22 ეგზოჩონჩხი და დაეხმარა 330-ზე მეტ პაციენტს მკურნალობაში. ეს მხოლოდ გასულ წელს.

ეგზოჩონჩხების მწარმოებელი კომპანია ფრანგულია. ახლა კი აშშ-იც იქნება მისი უახლესი ვერსია ხელმისაწვდომი.

პაციენტებს შორის, რომლებიც ეგზოჩონჩხით მკურნალობდნენ არის ოსკარ კოსტანცსა, Wandercraft-ის თანადამფუძნებლის ჟან-ლუი კონსტანცას ვაჟი. უმცროს კოსტანცას აქვს ნევროლოგიური დაავადება, რომელიც აფერხებს მის ნერვულ სიგნალებს.