1747422287
ვახტანგ მაჭავარიანი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ქართველი კომპოზიტორი დირიჟორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან გამოასვენეს, სადაც მისი კოლეგები და შემოქმედებითი მეგობრები შეიკრიბნენ.
მაესტრო დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ვახტანგ მაჭავარიანი 5 მაისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვახტანგ მაჭავარიანი 80-ზე მეტ მაღალი რანგის სიმფონიურ ორკესტრთან და 25-ზე მეტ საოპერო თეატრთან თანამშრომლობდა.
ის იყო მისი მამის, ალექსი მაჭავარიანის ბალეტ "ვეფხისტყაოსნის" დამდგმელი დირიჟორი. 2011 წელს მაესტროს ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა.