,,არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ პენიტენციური სამსახურის განცხადებაში და დავიჯეროთ თაღლითის განცხადებები - ბაჩიაშვილი სამარტოო საკანში არცერთი დღე არ ყოფილა” - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

 გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია. მისი შეფასებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების გაყალბებით ცდილობს.

კირცხალია ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

სპეციალურმა პენიტენციური სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.

"არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. ბაჩიაშვილი სამარტოო საკანში არცერთი დღე არ ყოფილა. ბაჩიაშვილი არის მსჯავრდებული თაღლითობაზე და არის ჩვეულებრივი თაღლითი. რაღა უნდა დაამატო იმ განმარტებას, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა? ბაჩიაშვილი საუბრობდა, სადღაც მომიტაცეს, რაღაც ჩამომაცვეს, რაღაც მომელანდა, სადღაც გვირაბით გავძვერი... თაღლითის ეს განცხადებები ღიმილისმომგვრელია. პო, სამარტოო საკანში იჯდა, ვიღაც შეუშვეს და სცემეს... ესაა თაღლითის განცხადება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.