საქართველოს პატრიარქის მიერ შექმნილ "კირიე ელეისონს" ცნობილი უნგრული გუნდი შეასრულებს

ungruli

10 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი უნიკალური ჟღერადობის მქონე უნგრულ გუნდს უმასპინძლებს! პროექტის წარმდგენი ფონდი "იავნანა" გახლავთ.

იმეირკარპატეთში დაბადებულმა უნგრელმა ვიქტორ პაპპმა, „უნკრაინული რეკვიემი”, უკრაინის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლოებისა და უკრაინული კულტურისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით შექმნა. დასავლური ქრისტიანული სტილის სამგლოვიარო საგალობელი ლათინურ და უკრაინულ ენაზე დაიწერა და მისი პრემიერა 2023 წლის თებერვალში ბუდაპეშტის კონსერვატორიაში შედგა.

რეკვიემი თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი და მას დაეთმობა კონცერტის პირველი განყოფილება. შესვენების შემდგომ კი, ყველაზე პოპულარული უნგრული ვოკალური გუნდი, უნგრელი კომპოზიტორების ნაწარმოებს და ასევე გოსპელებს, ქართულ და ბერძნულ საგალობლებს, ინდურ და კონგოურ სიმღერებს შეასრულებს. მათ შორის, წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართული რელიგიური ნაშრომები: ქართულენოვანი ლოცვა, „მამაო ჩვენო“ და საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მიერ შექმნილი საგალობელი - „კირიე ელეისონ.”

თუკი კონცერტის პირველი ეტაპი ხსოვნის ემოციებით იქნება აღვსილი, მეორე განყოფილება - იმედით, ნდობითა და მომავლის რწმენით იქნება განმსჭვალული. პროგრამის მეორე ნაწილი წმინდა ეფრემის სახელობის გუნდის მრავალმხრივობას წარმოგვიდგენს, შესაბამისად, ის აერთიანებს ისეთ სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიც არის - კლასიკური, საეკლესიო და ხალხური მუსიკა და ასევე ქროს-ოვერის ჟანრი.

 

გუნდის შესახებ: უკვე 20 წელზე მეტია, რაც ბუდაპეშტში დაარსებული წმინდა ეფრემის სახელობის გუნდი უნგრულ და საერთაშორისო მუსიკალურ სცენებზე კონცერტებს მართავს. რვაწევრიანი აკაპელას რეპერტუარი უამრავ სტილსა და მუსიკალურ ეპოქას აერთიანებს - კონცერტებზე ხშირად პოპულარულ და კლასიკურ მუსიკასთან ერთად ბიზანტიურ ჰიმნსაც ასრულებს.

შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი კონცერტების წყალობით, გუნდი აუდიტორიის საყვარელი ჯგუფი გახდა. ანსამბლს, რომელმაც „უნგრული მემკვიდრეობის პრემია“ მოიპოვა, ამ დროისათვის 17 ალბომი აქვს გამოცემული. 

დაუვიწყარი ემოციების მიღება თუ გადაწყვიტეთ, ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

რას გვიმზადებს 91 წლის ვახტანგ ჯავახაძე - ეს არ უნდა გამოგრჩეთ!

ნინო სურგულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან“

"მონატრება და სევდა მაქვს. ქართველი ბიჭები დედების მიმართ სიფაქიზით არ გამოირჩევიან. სინანულის გრძნობაც გიპყრობს, მისთვის ბოლომდე კარგი რომ არ იყავი..." - 20 თებერვალი განუმეორებელი მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა