შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
ბესიკ ხარანაული ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს:
„საქართველო, ის აღარ ხარ! საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს. ჯერ მახე არ დაგებულა,რომე თავი არ გაგეყოს, ჯერ მხედარი არ გყოლია, რომე ძირს არ დაგებერტყოს, საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს. სანამდე ფრთებს აიქნევდე, მანამ უნდა ტანზე გეწყოს, საძირე თუ არ უმაგრე, ახალმა ვით ინამყენოს?! მიწიდან ვით აიმაღლოს, ცის გვირგვინშითავი შეყოს, საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს. ახალს უნდა დაემოყვრო, ცამდე ტანი აიღერო, გულზე დაღი დაიკერო, ცაზე სიტყვა დაიწერო, ერთი სიტყვა სასახელო, სა-ქარ-თვე- ლო, სა-ქარ-თვე-ლო!საქართველო, ის აღარ ხარ, რაც იყავი, მორჩა, გეყოს“