მეცნიერებმა ჭაღარა თმასა და კიბოს შორის კავშირი დაადგინეს - კვლევა
1766858081
ჯგუფი Queen აქამდე გამოუქვეყნებელი საშობაო სიმღერას Not for Sale (Polar Bear) გამოუშვებს.
როგორც გამოცემა Rolling Stone-ი წერს, სიმღერა 1960-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, როდესაც ჯგუფს Smile ერქვა და მისი ვოკალისტი ტიმ სტაფელი იყო. 1974 წელს ჯგუფმა კომპოზიციაზე მუშაობა უკვე ფრედი მერკურისთან ერთად განაახლა, ალბომის Queen II ჩაწერისას.
„შესაძლოა გსმენიათ ამ სიმღერის პირატული ვერსია Smile-ის შესრულებით, ის უკვე დიდი ხანია არსებობს“, - განაცხადა ჯგუფის გიტარისტმა ბრაიან მეიმ.
სიმღერის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ Not for Sale (Polar Bear)-ის საბოლოო ვერსია 2026 წელს, ალბომ Queen II-ის განახლებულ გამოცემაში გამოვა.