ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ნაპოლეონ ბონაპარტის გულსაბნევი, რომელიც იმპერატორმა ვატერლოოს ბრძოლის დროს დაკარგა, ჟენევაში, Sotheby's-ს აუქციონზე Royal & Noble Jewels $4.4 მილიონად გაიყიდა.
ნაპოლეონი გულსაბნევით თავის ორკაპიან ქუდს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამშვენებდა. იუველირული ნაკეთობა ინკრუსტირებულია 13-კარატიანი ოვალური ბრილიანტით, რომელიც გარშემორტყმულია თითქმის 100 სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბრილიანტის ორი რიგით.
კოლექციონერმა, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, გულსაბნევში მის საწყის ფასზე 30-ჯერ მეტი გადაიხადა. თავდაპირველად სამკაულის ღირებულება $150–250 ათასად იყო შეფასებული.