„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების საკითხზე კენჭისყრა დააანონსა. მაიკ ჯონსონის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პეტიცია მოამზადა,რომელსაც აუცილებელი 228 ხელმოწერა უკვე აქვს, რაც საშუალებას იძლევა საკითხი რიგგარეშე წესით გაიტანონ. პეტიციას კონგრესი მიმდინარე კვირაში განიხილავს.
„ვეჭვობ, რომ ბევრ ხმას დავაგროვებთ. ჩვენ ამ საკითხს გადავჭრით და მუშაობას გავაგრძელებთ. დასამალი არაფერი გვაქვს. ეს ბოლოს მოუღებს ბრალდებებს, თითქოს პრეზიდენტ ტრამპს რაიმე კავშირი აქვს გარდაცვლილი დამნაშავის მიერ არასრულწლოვნებზე ძალადობასთან და არასრულწლოვნებით ვაჭრობასთან“, - აღნიშნა ჯონსონმა.
ეპშტეინის ფაილები სასამართლო და საგამოძიებო დოკუმენტების ერთობლიობაა, რომლებიც დაკავშირებულია ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან. ეპშტეინს სექსუალურ დანაშაულებსა და ადამიანებით ვაჭრობაში ედებოდა ბრალი.