„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, ა.წ. 22-24 ოქტომბერს, საერთაშორისო კულტურული ღონისძიება - "ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026" საქართველოში პირველად გაიმართება.
მასშტაბური ღონისძიება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელსაც UNESCO 2023 წლიდან ყოველწლიურად, 17 ოქტომბერს აღნიშნავს.
2026 წლის კონფერენციის მთავარი თემა ტექსტილია. სამდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, ისე მასტერკლასებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და რეწვისა და ტექსტილის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
"ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026"-ის ფარგლებში, საქართველოს იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან ეწვევიან მონაწილეები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი კონფერენცია ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, მასტერკლასები და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ტექსტილი ქართული ტრადიციული რეწვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასახავდა როგორც ყოველდღიურ ყოფას, ისე მაღალ მხატვრულ კულტურას. ქსოვილის დამუშავების, ქსოვის, ქარგვის, თექის დამზადებისა და ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, უმეტესად - ოჯახებსა და ადგილობრივ თემებში. შესაბამისად, საქართველოს თითოეულ რეგიონში ჩამოყალიბდა გამორჩეული ორნამენტები, ტექნიკები და ფერთა გამა, რომლებიც ადგილობრივი ბუნების, რწმენა-წარმოდგენებისა და ცხოვრების წესის გავლენით განვითარდა. ქართველი ხელოვანები და დიზაინერები დღეს კვლავ იყენებენ ძველ, ავთენტურ ტექნიკას, რაც ტრადიციებზე დაყრდნობით, ცოცხალი მემკვიდრეობის განვითარებას უწყობს ხელს.
საერთაშორისო კულტურული ღონისძიების მიზანი ქართული ქსოვილის ტრადიციების დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით რეწვის ოსტატთა პროფესიული უნარების გაძლიერება და ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების თანამედროვე ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობაა.