"ძალიან მოხუცი, მახინჯი და მსუქანი გავხდი..." - ჰიუ გრანტი 63 წლისაა

ჰიუ გრანტი

9 სექტემბერს  ცნობილ ბრიტანელი მსახიობს, ჰიუ გრანტს 63 წელი შეუსრულდა, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილია ფილმებიდან "ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა", „გრძნობა და გონება“ , "ბრიჯიტ ჯონსის დღიური", და სხვა. თავის დროზე, ხვეულმა თმამ, გამჭოლმა მზერამ და, რა თქმა უნდა, ბრიტანულმა აქცენტმა ბევრი ქალის გული მოიგო. ის იდეალური კანდიდატი იყო რომანტიკულ კომედიებში მონაწილეობისთვის.

თუმცა, 2019 წელს მსახიობმა აღიარა, რომ ის უკვე „ძალიან მოძველებული“ იყო ასეთი როლებისთვის.

„ძალიან მოხუცი, მახინჯი და მსუქანი გავხდი, რომ ეს გავაგრძელო(რომანტიკულ ფილმებში მონაწილეობა), ამიტომ, ახლა სხვა საქმეებს ვაკეთებ და ცოტა ნაკლებად მძულს თავი“, - თქვა მან მაშინ.

გარდა ამისა, ჰიუ გრანტი, აშკარად, არ თვლის თავს "კარგ ბიჭად".

ძალიან მაწუხებს, რომ ხალხი ფიქრობს, თითქოს მე ვარ ინგლისელი ჯენტლმენი. რეალურად, ცუდი ბიჭი ვარ, ”- თქვა მან Watch What Happens-ს Live-ზე.

2018 წელს მან ფილმში, "წმინდა ინგლისური სკანდალი" გეი პოლიტიკოსის როლი შეასრულა და ოქროს გლობუსის, ემისა და BAFT  ჯილდოებზეც იყო ნომინირებული, მართალია , ჯილდო არ მიუღია, მაგრამ დაამტკიცა, რომ, რომანტიკული კომედიების გარდა, სხვა ჟანრშიც კარგად შეეძლო.

ჰიუ გრანტი: პირადი ცხოვრება

გრანტმა მსახიობ ელიზაბეტ ჰარლის შეხვედრა 1987 წელს დაიწყო. ისინი დაშორდნენ 2000 წლის მაისში ცამეტწლიანი ურთიერთობის შემდეგ. მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალურად არ ქორწინდებოდა.

ჰიუ გრანტი პირველად 51 წლის ასაკში გახდა მამა. ახლა კი, ის ხუთი შვილის მამაა.

2 შვილი - ჩინელი მსახიობისგან, ტინგლან ჰონგისაგან, სამი კი - შვედი პროდიუსერ ანა ებერშტეინისაგან. 2018 წელს ებერშტეინზე იგი ოფიციალურად დაქორწინდა.

"როცა საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ვიღაცის შეყვარება ჩემს თავზე მეტად შემეძლო, გაოცებული დავრჩი. ჩემს შემთხვევაში, ეს თითქოს გაუგონარი რამ იყო. გამოდის, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მირჩევდნენ, რომ ოჯახი შემექმნა და ამბობდნენ, რომ შვილების სიყვარული გაუთავებელი დეპრესიისაგან გამათავისუფლებდა, მართლები იყვნენ," - თქვა მსახიობმა ელენ დეჯენერესის შოუში.