რა მოსდის პროდუქტებს, როცა მაცივარში ცელოფნის პარკით ინახავთ - სპეციალისტის გაფრთხილება
1775156925
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას და სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარსდგება.
შემოქმედებითი დასი, სპექტაკლის ახალ სასცენო ვერსიას, საერთაშორისო ფესტივალზე 13 და 14 მაისს წარადგენს.
აღნიშნულ ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრის მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული თეატრის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
ფესტივალი, რომელიც 2000 წლიდან იმართება, მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და შემოქმედებითი სფეროს განვითარებას.