მყრალი ''სიურპრიზი'' - რატომ მალავენ ხელოსნები რემონტის დროს დამკვეთის სახლის კედელში უმ კვერცხს
1752003071
სტამბოლში, საქართველოს მოქალაქე სასტუმროს ნომერში უმძიმესი დაზიანებებით იპოვეს. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომელმა მისი დაკავება მოახერხა, რის შემდეგაც დამნაშავე პოლიციას გადასცეს.
მიმალვის ამსახველი კადრები იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. ახლა ეს ჩანაწერები თურქი მამაკაცის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან გაქცევას. თურქული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა 46 წლის ქალი, სასტუმროს ნომერში ბლაგვი საგნით სასტიკად სცემა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე სასტუმროს ადმინისტრატორმა ნახა.
მაია ალფაიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს სავარაუდოდ საქართველოში გადმოასვენებენ.
მკვლელობაში ბრალდებული, სტამბოლის იზოლატორშია გადაყვანილი. პოლიციამ სასტუმროს ნომრიდან მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის, დამნაშავის პირადი ნივთები და ბლაგვი საგანი, სადაც მკვლელმა ანაბეჭდები დატოვა.