სროლა და დაჭრა ტაბიძის ქუჩაზე - რა ჩანს „რუსთავი 2-ის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში

სროლა ვაკეში

სროლა ტაბიძის ქუჩაზე - „რუსთავი 2-ის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ გამვლელები დაჭრილი მამაკაცის დახმარებას. გიორგი რუხაძეს თავს ნიღბიანი მამაკაცი მაშინ დაესხა, როცა საკუთარი სახლიდან გამოვიდა და ავტომობილში ჯდებოდა. „კურიერის“ ინფორმაციით, რუხაძეს რამდენიმე ტყვია მოხვდა. დანაშაულის ადგილი ვაკე, ტაბიძის 110 ნომერია. სროლა დაახლოებით დღის 12 საათზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით დაიწყო.

„კურიერმა“ დანაშაულის ადგილიდან კიდევ ერთი ვიდეომასალა მოიპოვა.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: