სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ვინ არის მოკლული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საფრანგეთში 10 თვე ეძებდნენ

მოკლეს

საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნანტიდან საქართველოს მოქალაქე 10 თვის წინ გაუჩინარდა. მას შემდეგ მამაკაცს ოჯახი, მეგობრები და ადგილობრივი პოლიცია ეძებდა.

ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა 30 წლის მამაკაცის ბურუსით მოცული გაუჩინარების საქმე გახსნეს. სულ დაკავებულია 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციას გვამის ადგილმდებარეობაც მიუთითა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მას მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

19-დან 22 წლამდე ასაკის ექვსი ეჭვმიტანილიდან სამი ფრანგია, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციას უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები.

მოკლული მამაკაცი წარმოშობით ქვემო ქართლიდან, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ელბრუს გარაჯაევია. ინფორმაციას და საქმის დეტალებს გვიდასტურებენ მოკლულის ახლობლები.