ზაზა ლომინაძე ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე: ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რათა მომავალი თაობა მაქსიმალურად ავარიდოთ ნარკოდამოკიდებულებას

ზაზა ლომინაძე

ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რათა ჩვენი ახალგაზრდები, მომავალი თაობა მაქსიმალურად ავარიდოთ ნარკოდამოკიდებულებას, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე საუბრისას.

„ეს აუცილებელი სავალდებულო პროცედურა იყო იმისთვის, რომ მთელი კონტროლი ნარკოჩანაცვლებით თერაპიაზე მომხდარიყო ერთიანად - როგორც ერთი, ისე მეორე პროგრამა ყოფილიყო სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რათა ჩვენი ახალგაზრდები, მომავალი თაობა მაქსიმალურად ავარიდოთ ნარკოდამოკიდებულებას, ხოლო ისინი, ვისაც ესაჭიროებათ ნარკოჩანაცვლებითი თერაპია, მოხვდნენ სახელმწიფოს კონტროლქვეშ, მიიღონ ადეკვატური თერაპია“, - განაცხადა ლომინაძემ.

დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.