LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
სურამის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიაზე, ზემო ოსიაური–ჩუმათეთელის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთის ამოქმედების შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა განათლებისა და პროფესიული კადრების მნიშვნელობა ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესში.
„ერთი თვის წინ, ამ სამშენებლო სამუშაოებზე ვიყავით ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან — მომავალ ინჟინრებთან და მშენებლებთან ერთად. სამუშაოების სამშენებლო მოედანზე გაცნობით გვინდოდა კიდევ უფრო გაგვემყარებინა მათი პროფესიული არჩევანი და გაგვეზარდა მოტივაცია“ — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარება მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე ან ტექნოლოგიებზე არ არის დამოკიდებული — გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანები, რომლებიც ქმნიან პროექტებს, წყვეტენ გამოწვევებს და ავითარებენ ქვეყანას.
„ინფრასტრუქტურული წინსვლა საჭიროებს არა მხოლოდ ინვესტიციასა და ინოვაციებს, არამედ მოტივირებულ და პროფესიონალ სპეციალისტებს. მჯერა, რომ ახალი თაობა ძალიან მალე კიდევ უფრო მასშტაბურ და მნიშვნელოვან გზებს ააშენებს ჩვენს ქვეყანაში. დღეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას, ეს არის სწორედ ცოდნა“ — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.