რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ბავშვებში დიარეის მიმდინარეობის ნიშნებისა და მასთან გამკლავების შესახებ მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს.
„დღეში რამდენჯერ უნდა ჰქონდეს ბავშვს დეფიკაცია, რომ დიარეა ვუწოდოთ?“-სინამდვილეში, დიარეა მხოლოდ „ხშირი კუჭში გასვლა“ არ არის. განსაკუთრებით ჩვილებში, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს ზოგჯერ დღეში 8-10-ჯერაც შეიძლება ჰქონდეს თხელი განავალი და ეს ნორმის ფარგლებშიც ჯდებოდეს.დიარეად ითვლება მდგომარეობა, როდესაც ბავშვს განავალი უეცრად უხშირდება, ხდება უფრო წყლიანი, მოცულობით მეტი, ხშირად შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ-სისხლსაც, და თან ერთვის საერთო მდგომარეობის ცვლილება: სისუსტე, მუცლის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურა, მადის დაქვეითება ან გაუწყლოების ნიშნები.ყველაზე მნიშვნელოვანია არა რაოდენობა,არამედ ბავშვის მდგომარეობა...ბავშვი, რომელიც თამაშობს, სვამს სითხეს, აქვს ცრემლი ტირილისას და პირი არ უშრება- ნაკლებად საყურადღებოა, ვიდრე ბავშვი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმეჯერ ჰქონდა ფაღარათი, მაგრამ გახდა მოდუნებული, ძილიანი საკვებსა და სითხეზე უარს ამბობს.
დიარეის დროს მშობლების ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკვების სრულად შეწყვეტაა.წლების განმავლობაში არსებობდა წარმოდგენა, რომ „კუჭი უნდა დავასვენოთ“, ბავშვი რამდენიმე დღე მხოლოდ ჩაიზე და ორცხობილაზე უნდა იყოს… თუმცა თანამედროვე მიდგომა სრულიად განსხვავებულია.ბავშვს შიმშილი არ სჭირდება.ორგანიზმს სწორედ ამ დროს სჭირდება ენერგია ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად...თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.უფროს ბავშვებთან რეკომენდებულია ასაკისთვის შესაბამისი, მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი კვება:ბრინჯი, ბანანი, კარტოფილი, ბოსტნეული, სუპები, მოხარშული ხორცი, მაწონი-ხშირად კარგად გადაიტანება.რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის სითხის შევსება.
დიარეის დროს ბავშვი კარგავს არა მხოლოდ წყალს, არამედ ელექტროლიტებსაც. ამიტომ ზოგჯერ მხოლოდ წყალი საკმარისი არ არის და საჭიროა ორალური რეჰიდრატაციის ხსნარები. მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად მიწოდებული სითხე-საუკეთესო დახმარებაა ნაწლავური ინფექციების დროს.და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი-ყველა დიარეა ანტიბიოტიკს არ საჭიროებს.ბავშვთა ასაკში დიარეების დიდი ნაწილი ვირუსულია და ანტიბიოტიკი უფრო მეტად აზიანებს ნაწლავის ბუნებრივ მიკროფლორას, ვიდრე ეხმარება.როდის გვჭირდება ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა?თუ ბავშვი ვერ სვამს სითხეს, აქვს ძლიერი ძილიანობა, პირის გამოშრობა, ჩაცვენილი თვალები, სისხლიანი განავალი, ძლიერი მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ასაკით ძალიან პატარაა-შეფასება აუცილებელია.დიარეა ბავშვთა ასაკში ხშირია და უმეტეს შემთხვევაში სწორ მოვლას კარგად ექვემდებარება,ხოლო ყურადღება, სითხე და მოთმინება-მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებია“ წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.