მიხეილ სარჯველაძე ვახტანგ ცაგარელს შეხვდა

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ცაგარელს და ამავე უნივერსიტეტის  სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიბოს რეგისტრის სივრცითი ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის საკითხები განიხილეს, რომელიც პროექტის - „საქართველოს კიბოს რეგისტრის სიღრმისეული ანალიზი“ -  ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია კიბოს გავრცელების, ინციდენტობის, რისკ-ფაქტორებისა და რეგიონული შაბლონების  შესწავლა თანამედროვე სტატისტიკური და მანქანური სწავლების მეთოდების გამოყენებით. სტუდენტები ქმნიან ინტერაქტიურ ვებპლატფორმას, რომელიც აჩვენებს კიბოს შემთხვევებს საქართველოს რეგიონების მიხედვით და ხელს უწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას.

პროექტის მონაწილეები სამინისტროსთან თანამშრომლობით ერთობლივი კვლევების გაგრძელებას გეგმავენ, ასევე - მონაცემთა გაცვლას და სამეცნიერო სემინარების ორგანიზებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კიბოს პროფილაქტიკის პოლიტიკის განვითარებაში.