დღეს ზაფხულის მზებუდობაა - რიტუალები, რომელთა შესრულებასაც ასტროლოგები გვირჩევენ
1750500363
მსოფლიოში ყველაზე სექსუალური დამნაშავე - ასე უწოდებენ ჯერემი მიკს, რომელმაც პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2014 წელს კალიფორნიის პოლიციამ იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავა და მისი ფოტო პოლიციის Facebook-ზე განათავსა.
ფოტომ ბევრი მოწონება დაიმსახურა, ხოლო სამოდელო სააგენტოებმა მიკს, ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს, კონტრაქტები შესთავაზეს.
ჯერემი მიკმა ციხე 2016 წელს დატოვა.
სად არის და რას საქმიანობს მსოფლიოში ყველაზე სექსუალური დამნაშავე
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯერემი მოდელი, დიზაინერი და მსახიობი გახდა.
„10 წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა - მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებ, მოდის ჩვენებებზე გამოხვალ და ფილმებში ითამაშებო - არ ვიცი, რას ვიზამდი", - განაცხადა ჯერემიმ 2020 წელს BuzzFeed-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
2019 წელს ჯერემიმ ტანისამოსის ახალი ხაზის შესაქმნელად, Fashion Concept GmbH-სთან 15 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. მიკმა პირველი კოლექცია 2020 წელს გამოუშვა, ხოლო მეორე 2024 წლის იანვარში.
ჯერემიმ რამდენიმე ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.
„10 თვეში 5 ფილმში გადამიღეს. მათ შორის „Trigger“-ში",- აღნიშნა ჯერემიმ.
როგორც თავად ამბობს, გაჩერებას არ აპირებს და მომავალში მუსიკის შექმნასაც გეგმავს.
...
ჯერემი მელისა მიკზე იყო დაქორწინებული. წყვილი 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს 2018 წლის ივნისში დაშორდა.
დაშორების შემდეგ მელისამ ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ „ჯერემი არაჩვეულებრივი მეუღლე იყო და დაშორება მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა". მელისასა და ჯერემის 1 საერთო შვილი ჰყავთ.
ერთი წლის შემდეგ, ჯერემიმ ურთიერთობა Topshop-ის მემკვიდრესთან, ქლოე გრინთან დაიწყო, რომელთანაც ვაჟი ეყოლა.
2024 წელს ჯერემიმ გამოცემა „ფიფოლს' განუცხადა, რომ ის ახლა მარტოა და ქლოე გრინს დაშორდა.
„ვცდილობ საკუთარ თავზე ვფოკუსირდე",- უთხრა გამოცემას მიკმა.