რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე

მირონმდინარე ხატები

რუსთავში, რვა წლის წინათ, ერთ ოჯახში, წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში ხატებს მირონი სდიოდათ.

78-მა მირონმდინარე ხატმა ბევრი სასწაული მოახდინა. ადამიანები კომიდან გამოვიდნენ, უშვილო დედებს შვილები მიეცათ, სმენადაქვეითებულთ - სმენა აღუდგათ, ბავშვები თუ დიდები ეტლებიდან წამოდგენენ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები განიკურნენ... მირონს ადგილზეც ისვამდენენ და თან მიჰქონდათ.

 ეკ­ლე­სი­ა­ში ანა­ლო­ღი­ა­ზე ყო­ველ­თვის დას­ვე­ნე­ბუ­ლია აღ­დგო­მის ხატი, ხოლო თუ რო­მე­ლი­მე დიდი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლია - ბზო­ბა, ხა­რე­ბა შობა და სხვა, - აღ­დგო­მის ხატი ამ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტით იც­ვლე­ბა. თუ რო­მე­ლი­მე წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბაა, აღ­დგო­მის ხა­ტის გვერ­დით იმ ხატს და­აბ­რძა­ნე­ბენ, რო­მელ­ზე ასა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბის დღე­ცაა იმ დღეს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, გა­მოვ­ყოთ სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში ცალ­კე ად­გი­ლი, სა­დაც აღ­დგო­მის ხატს და­ვაბ­რძა­ნებთ, მის გვერ­დით კი ის ხატი გა­მო­ვაბ­რძა­ნოთ, რო­მელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბა­ცაა იმ დღეს (თუკი, რა თქმა უნდა, ასე­თი ხატი გვაქვს) და ლოც­ვით მივ­მარ­თოთ, მაგ­რამ არი­ან ისე­თი წმინ­და­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად მივ­მარ­თავთ შემ­წე­ო­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად: წმ. გი­ორ­გის, წმ. ნი­ნოს, წმ. ბარ­ბა­რეს, წმ. ნი­კო­ლოზს და ა.შ. ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ამ წინ­დან­თა ხა­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვცეთ თაყ­ვა­ნი, რაც მცი­რე მე­ტა­ნი­ით და პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნი­ლი ლოც­ვე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის კი­თხვას, სუ­ლი­ერ მო­ძღვარ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მისი მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ვი­კი­თხოთ,- ამბობს ქვე­მო ბეთ­ლე­მის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, ალექ­სან­დრე ბოლ­ქვა­ძე. 

 

მისივე თქმით,  ხა­ტე­ბის წინ, საკ­მე­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა შინ ყო­ველ­დღი­უ­რად ვაკ­მი­ოთ. საკ­მე­ველს ვუნ­თებთ ღმერ­თს კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბის­თვის, რათა გარ­და­მოგ­ვივ­ლი­ნოს სუ­ლიწ­მი­დის მად­ლი, ამას­თა­ნა­ვე საკ­მე­ველს ვან­თებთ იმის­თვი­საც, რომ განვდევ­ნოთ ეშ­მა­კი, რად­გან საკ­მევ­ლის სუნი მის­თვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია.

 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვის სხვა­დას­ხვა წესი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, იე­რუ­სა­ლიმ­ში ხა­ტე­ბი ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ არ იკურ­თხე­ბა, რად­გან იე­რუ­სა­ლი­მი წმინ­და მი­წაა და იქ ხა­ტე­ბი თვით უფ­ლის მიერ იკურ­თხე­ბა. სა­ბერ­ძნეთ­ში, ათო­ნის მთა­ზე და სხვა წმინ­და ად­გი­ლებ­ში, ხატს, შექ­მნის შემ­დეგ, ორ­მო­ცი დღით სა­კურ­თხე­ველ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ და შემ­დეგ, ხატი ნა­კურ­თხად ით­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვა ხდე­ბა ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ხატ­თა კურ­თხე­ვის ლოც­ვის წარ­მოთ­ქმი­თა და ნა­კურ­თხი წყლის სხუ­რე­ბით აკურ­თხებს ხა­ტებს. კურ­თხე­ვით ხატი ღვთი­უ­რი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

 

- ხა­ტე­ბის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ თუკი ადა­მი­ანს ხა­ტის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვის სურ­ვი­ლი აქვს, შე­იძ­ლე­ბა აკურ­თხე­ბი­ნოს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ ხა­ტის წი­ნა­შე სხვას არ შე­უძ­ლია ლოც­ვა. ადა­მი­ანს არ ეკ­რძა­ლე­ბა აგ­რეთ­ვე, თა­ვის სა­ხელ­ზე ნა­კურ­თხი ხა­ტის გა­ჩუ­ქე­ბა.

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტის კა­ნო­ნი­კა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, წმინ­და წე­რილ­ზე, სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მებ­სა და წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მუ­შავ­და. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხატი, პირ­ველ რიგ­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ყო­ველ­გვა­რი მი­წი­ე­რის­გან; წინა პლან­ზე სუ­ლი­ე­რე­ბაა წა­მო­წე­უ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კა­ნო­ნი­კურ ნიშ­ნებს, ღვთის­მშობ­ლის ხატი შე­იძ­ლე­ბა, შემ­დე­გი ნიშ­ნე­ბით გა­ვარ­ჩი­ოთ: ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს ხელ­ზე საღ­მრთო ყრმა ჰყავს გა­მო­სა­ხუ­ლი, იგი იშ­ვი­ა­თად, მარ­ტოც გა­მო­ი­სა­ხე­ბა. გარ­და ამი­სა, ღვთის­მშო­ბელს გა­მო­სა­ხუ­ლი აქვს სამი ვარ­სკვლა­ვი შუბლსა და მხრებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი იყო ქალ­წუ­ლი - შო­ბამ­დე, შო­ბის დროს და შო­ბის შემ­დეგ. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი აქვს აგ­რეთ­ვე წმინ­დან­თა ხა­ტებ­საც. მო­ცი­ქუ­ლებ­სა და ღმერ­თის სი­ტყვის მქა­და­გებ­ლებს სა­ხა­რე­ბა ან ქარ­ტია უპყრია ხელთ, მო­წა­მე­ებს - ჯვა­რი, მკურ­ნა­ლებს - წამ­ლის ყუთი და ა.შ. სა­ერ­თოდ, ხატს აქვს უამ­რა­ვი დე­ტა­ლი და ყვე­ლა დე­ტალს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ რო­მე­ლი­მე ხატი ჩვენ­ში ეჭვს გა­მო­იწ­ვევს, იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა ის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, უმ­ჯო­ბე­სია, კა­ნო­ნი­კის მცოდ­ნე ადა­მი­ანს შე­ვა­მოწ­მე­ბი­ნოთ, - ამბობს ქვე­მო ბეთ­ლე­მის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, ალექ­სან­დრე ბოლ­ქვა­ძე .

ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: „პირველი ხილული სასწაული, ცეცხლის გარდამოსვლა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში!“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების აქამდე უცნობი ისტორიები

კომაში მყოფ პაციენტს ნათლიამ ხატის ასლი თავთან დაუდო... უცებ ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ოთახიდან - ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენს