1749718859
„მუქარისა და შანტაჟის გზით სტუმრებთან სექსუალურ კავშირს აძალებდნენ...“ - ჯეფრი ეპშტეინის საქმე

ჯეფრი ეფსტეინი 1953 წლის 20 იანვარს, ნიუ იორკში დაიბადა და მშობლებთან და ძმასთან ერთად იზრდებოდა. მან 16 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტშიც ჩააბარა, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია.
1974 წელს ჯეფრიმ ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ორ წელიწადში სამსახურიდან გაათავისუფლეს, მუშაობის დროს ის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელთან, ალან გრინბერგთან დამეგობრდა, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორი იყო. გრინბერგმა მას სამსახური შესთავაზა და სწორედ აქედან დაიწყო ეფსტეინის პროფესიული აღმასვლაც.
1981 წელს ჯეფრიმ საკუთარი ფინანსური საკონსულტაციო ფირმა გახსნა. ამ დროს ის მეგობრებსა და კოლეგებს ეუბნებოდა, რომ პარალელურად დაზვერვის აგენტად მუშაობდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დღემდე არ დადასტურებულა.
1988 წელს ეპშტეინმა დააარსა J. Epstein & Company, ფინანსური მართვის ფირმა, რომელიც, სავარაუდოდ, მხოლოდ მილიარდერებს ემსახურებოდა. სწორედ ამ პერიოდში ის გახდა მილიარდერი ლესლი ვექსნერის ფინანსური მრჩეველი, რომელიც იმ დროს L Brands-ისა და Victoria's Secret-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ჯეფრი ნელნელა მსოფლიოს ელიტის წევრებთან დამეგობრდა. მის ცნობილ მეგობართა რიგებში იყვნენ პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ბილ გეითსი, კევინ სპეისი, ალან დერშოვიცი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პრინცი ენდრიუ.
1998 წელს ეპშტეინმა 8 მილიონ დოლარად კუნძული, სახელად Little St. James შეიძინა, სადაც ხშირად იღებდა სტუმრებს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა გავლენიანი პირები. ჯეფრი იქ თვეში ორჯერ ან სამჯერ ჩადიოდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. კუნძულის ყოფილი თანამშრომლის თქმით, იქ ყოველთვის იყვნენ ლამაზი ქალები. ზოგიერთი მათგანი კი არასრულწლოვანიც იყო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კუნძულზე გოგონები ჯეფრის მეგობარს, გისლეინ მაქსველს მიჰყავდა, იქ მისულები კი ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ. კავშირის სანაცვლოდ ძირითადად კარიერის ხელშეწყობას პირდებოდნენ.
საქმის ერთ-ერთი მოწმე 14 წლის იყო, როდესაც ჯეფრი ეფსტეინი გაიცნო. მაქსველი მას ჯეფრისთვის მასაჟის გაკეთების მიზნით ურეკავდა. გოგონას თითო სესიაში 300 დოლარს უხდიდნენ. არასრულწლოვანი ოთხი წლის განმავლობაში კვირაში რამდენიმეჯერ დადიოდა ჯეფრის სახლში და მას სექსუალური ხასიათის მასაჟს უკეთებდა.
მეორე მოწმე 16 წლის იყო, როდესაც ის მაქსველმა და ეფსტეინმა გააუპატიურეს. საბოლოოდ, უამრავი გოგონა გამოჩნდა, რომელიც ჯეფრის კუნულზე არაერთხელ გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ერთ-ერთი ბრალმდებელის თქმით, ეფსტეინზე მომუშავე რეკრუტერები მიზანში ახალგაზრდა ქალებს იღებდნენ, მათ გრძნობებზე თამაშობდნენ და მუქარისა და შანტაჟის გზით სტუმრებთან სექსუალურ კავშირს აძალებდნენ.
ვირჯინია რობერტ ჯუფრის თქმით, კუნძულის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი - ელისაბეტ მეორეს შვილი, პრინცი ენდრიუ მასზე სექსუალურად ძალადობდა. გოგონა ამ დროს 17 წლის იყო.
ეფშტეინის კუნძულის სტუმრების სრული სია მედიისთვის უცნობია, თუმცა, არაოფიციალური ვერსიით კუნძულს სტუმრობდნენ ბილ გეითსი, ლეონ ბოსთეინი (ბარდის კოლეჯის პრეზიდენტი), ნოამ ჩომსკი,
ჯოშუა კუპერ რამო (FedEx-ის გამგეობის წევრი), არიან დე როტშილდი (Edmond de Rothschild Group-ის თავმჯდომარე), კეტრინ რუემლერი (გოლდმან საქსის გენერალური მრჩეველი), სტივენ ჰოვკინგი, დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი, კევინ სფეისი, პრინცი ენდრიუ, რობერტ კენედი, ჯორჯ მიშელი, ნაომი ქემფბელი და ა.შ.
2005 წელს 14 წლის გოგონას მშობლებმა ფლორიდაში, პალმ ბიჩის ხელისუფლებას განუცხადეს, რომ ეპშტეინმა მათ ქალიშვილზე სექსუალურად იძალადა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ საბოლოოდ გამოავლინა ათობით ახალგაზრდა ქალი და არასრულწლოვანი, რომლებიც ეპშტეინის მიერ, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, საბოლოოდ მას ბრალი მხოლოდ ორი მუხლით წაუყენეს: არასრულწლოვანთა პროსტიტუცია და არასრულწლოვანთა პროსტიტუციისთვის შესყიდვა.
2008 წელს მან მოიხადა 13 თვიანი სასჯელი ციხეში და დაეკისრა სამი ათეული მსხვერპლისთვის რესტიტუციის გადახდა.
2019 წლის ივლისში ფლორიდის ხელისუფლებამ იგი არასრულწლოვანთა სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. საბოლოოდ ეპშტეინი ამავე წელს, ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სუიციდი დასახელდა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ იგი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებსა და მათ წევრებზე იმდენად დიდ ინფორმაციას ფლობდა, რომ ის მოკლეს.