1752608534
ირლანდიის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები - როგორ მიაგნეს მონაზვნების სახლში 800-მდე ჩვილის ცხედარს

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ირლანდიაში წლების წინ მონაზვნების მიერ მართული სახლი, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.
ტუამის ქალაქთან (გოლვეის საგრაფო) ახლოს, ყოფილი გაუთხოვარი ორსული ქალებისთვის განკუთვნილ თავშესაფრის ტერიტორიაზე ბავშვების მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლთა უმეტესობის ასაკი სამ წელზე მეტი არ იყო.
ექსპერტებმა სამარხიდან შესასწავლად აიღეს ძვლის ფრაგმენტებისა და ნიადაგის საკონტროლო ნიმუშები.
ეს ბავშვები 1925-1961 წლებში გარდაიცვალნენ მძიმე პირობებში, უმეტესად ავადმყოფობისა და უვარგისი მოვლის გამო.
2014 წელს ადგილობრივმა ისტორიკოსმა ქეთრინ კორუსმა გამოავლინა, რომ ეს ბავშვები შესაძლოა არადაკანონებულ, არადამკრძალავ სამარხში, ყოფილი საკანალიზაციო ავზის ტერიტორიაზე იყვნენ დასაფლავებული.
2025 წლის ივნისში ოფიციალურად დაიწყო მასობრივი საფლავის გათხრები, რომელთა მიზანია გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია და მათი ოჯახებისთვის გადაცემა.
მოვლენა ითვლება ირლანდიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ტრაგედიად, რაც ნათელს ფენს იმ დროის ეკლესიისა და სახელმწიფოს სისასტიკეს დაუქორწინებელი დედებისა და მათი ბავშვების მიმართ.
გამოძიება ისტორიკოს კეტრინ კორლესის წიგნმა გამოიწვია, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ თავშესაფარში 796 ბავშვი და ჩვილი ფარულად დაკრძალეს. ჩვილების უმეტესობა ტუბერკულოზით, წითელათი, ყივანახველით ან გრიპით იღუპებოდა.
ისტორიკოსის ნაშრომზე დაყრდნობით, 2015 წელს ირლანდიის მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია გამოსაძიებლად. 2016 წლის ბოლოს დაწყებულმა გათხრებმა სამწუხარო ფაქტები დაადასტურა.
კომისიამ ასევე განმარტა, რომ 1925 წლიდან 1998 წლამდე ირლანდიაში სულ 14 დაწესებულება იყო, სადაც გაუთხოვარი ორსული ქალები იყვნენ განთავსებული და, როგორც ამბობენ, მათში ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაპროპორციულად მაღალი იყო. მიმდინარე გამოძიება მალე მათაც უნდა შეეხოს.
კეტრინ კორლესის თქმით, 1925-დან 1961 წლამდე ბონ სეკურის დედათა და ბავშვთა სახლში 798 ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა მხოლოდ ორი მათგანი დაკრძალეს რეალურ სასაფლაოზე. The NY Post-ის ცნობით, დარჩენილი 796 ბავშვი, სავარაუდოდ, ორმოს სახელით ცნობილ სეპტიკურ ავზში ჩაყარეს.