წლის ყველაზე მისტიკური დღე - ნახეთ, რას გვირჩევს ასტროლოგი

ასტროლოგია

22 დე­კემ­ბე­რი წლის ყვე­ლა­ზე მის­ტი­კუ­რი დღეა. ზოგადად, 21- 25 დეკემბრის შუალედი განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ დღეებად ითვლება. 

ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამე.

ასტრონომიულად, სწორედ ამ დღეს იწყებენ ზამთრის ათვლას. „კვდება“ მზე, სამი დღის შემდეგ კი განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული იბადება. ზუსტი დრო - 01:49-საათია. ამა­ვე დღეს, მზე მშვილ­დოს­ნი­დან გა­და­ვა თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში, - გვითხრა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა. 

 სასურველია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

გაათავისუფლეთ თქვენი სახლი, გარემო, გონება ყოველივე სიძველისგან, არასასურველი ნივთებისგან;

შეხვდით დილას სუფთად და მოწესრიგებულად;

კარგი იქნება, თუ საკვებს მინიმუმამდე შეზღუდავთ;

განსაკუთრებით ეფექტურია მედიტაცია და სხვადასხვა ტიპის რიტუალები;

იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენთვის სასურველია, დაგეგმეთ მომავალი წელი, დაისახეთ მიზნები;

გახსოვდეთ "მზებუდობის" დღეები წლის განმავლობაში საუკეთესოა ბედ-იღბლის კორექციისთვის;

ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. აა­წყვეთ ნაძ­ვის ხე, თუ ჯერ არ და­გიდ­გამთ.

ასტროლოგ, ქეთი ოდიშელის თქმით,  ჩინეთში (ქრისტესშობამდე) ზამთრის "მზებუდობა" ითვლებოდა წმინდა დღესასწაულად. 25 რიცხვამდე (მზის დაბადება) წყდებოდა ვაჭრობა და სხვა საქმიანობა.

სპარსეთში, ძველად იმართებოდა მითრას დღესასწაული, რომელიც ასევე 25 დეკემბერს უკავშირდებოდა.

ეგვიპტეში, საუკუნეების მანძილზე რამდენიმე ღვთაების დაბადებას ზეიმობდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ წმინდა ქალწულ ისიდას, რომელმაც შვა ჰორუსი (25 დეკემბერს).

ძველ რომში, 25 დეკემბერს ზეიმობდნენ ღვთაება სოლის (მზე) შობის დღეს.

ძველი გერმანელები ამ დღეს აღნიშნავდნენ იულის (იოლ) მზის ღვთაების დაბადებას, რომელიც, ათბობდა გაყინულ მიწას და მის ყოველ მარცვალში სიცოცხლეს აღვივებდა. ( საშობაო ლორით გამასპინძლების ჩვეულებაც სავარაუდოდ ამ დღეს უკავშირდება, ძველად ხალხი ამ გზით პატივს მიაგებდნენ ნაყოფიერების ღვთაება - ფრეირს, რომლის წმინდა ცხოველი ტახი იყო).

ბრიტანეთსა და ირლანდიაში, მაღლობზე კოცონს ანთებდნენ და სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავდნენ ამ წმინდა დღეს.

25 დეკემბერს კი, ბევრი ქვეყნის ტრადიციაში, გამორჩეულად პოზიტიური მუხტი, სადღესასწაულო სული და განწყობა იგრძნობოდა"