თქვენს წინააღმდეგ კონკურენტები გაძლიერდებიან - ვის აფრთხილებს ასტროლოგი

ცაგარელი

23 აგვისტო გარდამტეხი პერიოდია. 23-ში მზე, რომელიც ახლა ლომის ზოდიაქოში იმყოფება, გადავა ქალწულში.  ეს პერიოდი კარგია ცეცხლისა და ჰაერის სტიქიებისთვის. 23-ის შემდგომ კი მიწისა და წყლის სტიქიებისთვის.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის თვის ასტროლოგიურ პროგნოზზე სუბრობს და თითოეულს რეკომენდაციას აძლევს.

ვერძი: მთელი აგვისტო კარგად იგრძნობს თავს. შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსებში, ლატარიებში.. შეიძლება ახალ რომანტიულ პირობებშიც აღმოჩნდეს, ან ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, საკმაოდ კარგად წარმოაჩენს თავის მონაცემებს.

კურო: 1-ლი აგვისტოდან კუროს ენერგოტონუსმა შემცირება დაიწყო. მე ვთხოვ მათ, აიღონ შვებულება და მეტად დაისვენოს. ეს თუ არ არის შესაძლებელი, მაშინ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოს, არაფერი სარისკო და რთული არ გააკეთოს. ამას ორგანიზმი და ნერვული სისტემა ვერ გაუძლებს. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად.

ტყუპები: გამოცოცხლდებიან. რაც მეტი შეხვედრა, მოლაპარაკება და ურთიერთობა ექნება, მით მეტ საინტერესო ინფორმაციას გაიგებს, მეტ საინტერესო ადამიანებს გაიცნობს და ახალი იდეების რეალიზაცია მოიმატებს მის ცხოვრებაში. 23 აგვისტოს შემდეგ თავისი აქტიურობა ცოტა უნდა შეამციროს.

კირჩხიბი: ვთვლი, რომ 1-ლი აგვისტოდან კირჩხიბი შვებულებაში უნდა გავიდეს. თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე დაგრჩათ მოსაგვარებელი, ეს ყველაფერ 8 აგვისტომდე მოასწარით. მერე საკმაოდ რთული, შტორმული პერიოდი დაგეწყებათ.

ლომი: ყველაზე აქტიურია. ახლა მზე ლომის ზოდიაქოში გადის, არნახულად მიმზიდველი, ლიდერი, ორგანიზატორი... ამ ნიშანს ყველაფერი გამოდის, ლომს გაჩერების უფლება არ აქვს. განაგრძეთ კითხვა