ხვალ სავსემთვარეობაა - ნახეთ, რის გაკეთებას გვირჩევს ასტროლოგი

mikheil cagareli

12 აგვისტოს სავსემთვარეობასთან დაკავშირებით ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს:

„ხვალ, 12 აგვისტოს სავსემთვარეობაა.
საჭიროა, წინდახედულებისა და სიფრთხილის გამოჩენა ყველა სფეროში, სახლში იქნებით თუ გარეთ.

მოჭარბებული ენერგიების გამო, შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოთ ისე გადაიღალოთ, რაც შემდეგ კვირების მანძილზე ენერგიების ნაკლებობას გამოიწვევს ორგანიზმში, ამიტომ მსუბუქად განვლეთ ეს დღე, კვებაც მსუბუქად, არა ალკოჰოლი არა თამბაქო…

ძალიან მნიშვნელოვანია ლოცვა თქვენი სიტყვებით და ბოლოს წარმოთქვით თქვენი სურვილები…

გახსოვდეთ სურვილები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა!!!

არავის და არაფერს არ უნდა აზიანებდეს… თორემ ბუმერნაგი იქნება სწრაფი და დამანგრეველი…

გაგზავნეთ სამყაროში სიკეთე, უპირობო სიყვარული ყველასადმი, სინათლის სხივები, ასევე, ყველაფრისთვის... მადლიერება უფლის მიმართ…

გულიდან წამოსული უნდა იყოს ეს ყველაფერი და არა გონებიდან“,- წერს მიხეილ ცაგარელი.