ასტროლოგმა 2023 წლის ყველაზე რთული პერიოდი დაასახელა

ასტროლოგია

ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა 2023 წლის ყველაზე რთული პერიოდი დაასახელა.

„ერთ-ერთი რთული პერიოდი გაისად მაისის მეორე ნახევარში გვექნება, როდესაც ცაზე მარსისა და პლუტონის ოპოზიციასთან ერთად იუპიტერსაც ექნება ამ ორ პლანეტასთან დაძაბული ასპექტები და ცაზე ტაუ-კვადრატის კონფიგურაცია შეიქმნება.

ეს პერიოდია 12-29 მაისი, სავარაუდოდ, მკაფიოდ გამოხატული აგრესიით იქნება გამორჩეული. შესაძლოა, საომარი მდგომარეობის განსაკუთრებულად გამწვავება.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ამ დროისთვის პლუტონიც (მერწყულში) და მარსიც (კირჩხიბში) დაცემულები არიან, რაც პლანეტებს მათი ნეგატივის უკიდურესი ცუდი გამოვლინების საშუალებას აძლევს.

ალბათ, შედარებით შემსუბუქდება მდგომარეობა, როდესაც 20 მაისს მარსი ლომის ზოდიაქოში გადავა, ეს მისთვის მეგობრული სტიქიაა და აქ ისეთი „ანერვიულებული“ არაა, როგორც კირჩხიბში, ის აქ როგორც წესი, ნაკლებ დესპოტურად იქცევა.

იუპიტერი ვერძის ბოლო გრადუსზეა და აღმავალ კარმულ კვანძთან შეერთებული. 16 მაისს კუროში გადადის.21 მაისიდან ასპექტები გაყრადია და კონფიგურაციაც ნაკლებად საშიში, თუმცა საბოლოოდ ის 29-ში ამოწურავს თავს.“ - აცხადებს ხათუნა ნოელი.