კანიბალების „კარტელი“ - ხორხე ნეგრომონტესა და მისი ორი ცოლის ისტორია, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო

 კანიბალების „კარტელი“

ამ სამეულის სისასტიკემ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო: ხორხე ნეგრომონტემ და მისმა ორმა "ცოლმა" არა მხოლოდ ქალიშვილის თვალწინ მოკლეს ქალი, არამედ, გოგონას დედის ხორციც აჭამეს.

სასიყვარულო სამკუთხედი

ხორხე ბელტრაო ნეგრომონტე და სილვეირა დაიბადა 1962 წელს პორტუგალიელი ემიგრანტების ოჯახში, მაგრამ როდესაც ბიჭი 16 წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა პერნამბუკოში, აღმოსავლეთ ბრაზილიაში.

ხორხემ პირველი მკვლელობა 17 წლის ასაკში ჩაიდინა, მაგრამ ბიჭი გაამართლეს - ძალიან ცოტა მტკიცებულება იყო მისი დანაშაულის შესახებ. გათავისუფლებისთანავე ხორხემ სცადა მოხუცი დედის დახრჩობა, მაგრამ ქალი  გადარჩა. ქალაქიდან გამოქცეული ნეგრომონტეს ნაძარცვი იყო 80 ათასი რეალი.

იზაბელ კრისტინა პირესი, რომელსაც ყველა ბელს ეძახდა, ხორხეს ასაკის იყო: ისინი შეხვდნენ ეკლესიაში და გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი ერთი ნახვით შეუყვარდა. 1984 წელს შედგა ქორწილი, რომელზედაც ნეგრომონტემ თავი გამოიჩინა: გაბრაზებულმა დაიწყო დანის ქნევა და ყველა სტუმრის მოკვლას დაჰპირდა. ხორხე ოთახში გამოკეტეს, ხოლო ბელი, რომელიც თაყვანს სცემდა ქმარს, მასთან ერთად ნებაყოფლობით გამოიკეტა.
ხორხემ მალევე სპორტდარბაზში ბრუნა კრისტინა ოლივეირა გაიცნო და მალე 16 წლის გოგონა მისი საყვარელი გახდა. ბელი, რომელმაც ამის შესახებ შეიტყო, გაბრაზდა, მაგრამ მისი ქმარი არ აპირებდა ახალგაზრდა გოგონას მიტოვებას. მან ცოლს ულტიმატუმი წაუყენა: ან სამივე ერთად იცხოვრებდნენ, ან იზაბელი „ჯოჯოხეთში წავიდოდა“. ქალმა აირჩია პირველი. განარგძეთ კითხვა...