„...ამ პერიოდში ახალი საქმე არ დაიწყოთ“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი ასტროლოგიით დაინტერესებულ პირებს მიმდინარე რთული დღეების შესახებ აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ სექტემბრის თვეში მიმდინარე კვირა ყველაზე კარგია.

„დღეს, 5 სექტემბერს სიყვარულის, ხელოვნების მმართველი პლანეტა, ვენერა გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში, რაც ნიშნავს იმას, რომ პირად ურთიერთობებში მოიმატებს წვრილმანებისადმი მიდრეკილება, რაც შეიძლება კონფლიქტების მიზეზი გახდეს. 

აღვნიშნოთ ის, რომ ყველა, ვინც ჩართულია მედიცინის, კვლევით, საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო სფეროებში, მათ შეიძლება მეტად მიეცეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება. 

პირად ურთიერთობებში მოიმატებს სიჯიუტე, რაც ყურადსაღებია.

კიდევ ერთი დღე, შაბათი, 10 სექტემბერი ითხოვს ყურადღებას. ინტელექტის, გონების, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი. ეს მოვლენა კი 2 ოქტომბრამდე გასტანს. ამ პერიოდში ახალი საქმე არ დაიწყოთ. არავითარი სერიოზული მოლაპარაკებები, შეხვედრები, რთული იქნება სათანადო ინფორმაციის მოძიება, გართულდება ტექნიკის მუშაობა, მოიმატებს საცობების ალბათობა. უმჯობესია, თუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ შესასრულებელი, ეს ყველაფერი 10 სექტემბრამდე დაასრულოთ. 10-დან ძველ საქმეს, ძველ შეუსრულებელ იდეას დაუბრუნდით. მათი განვითარების ალბათობა უფრო მაღალი იქნება. 

10 სექტემბერს სავსემთვარეობაა. ხდება მზისა და მთვარის დაპირისპირება ქალწულისა და თევზების ზოდიაქალურ ღერძზე. ამ დღეს ტრავმულობის, ავარიების, კონფლიქტურობის ალბათობა მოიმატებს.  შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინოს თავი. განსაკუთრებული ყურადღება ლიმფურ სისტემას, ტერფების ზონას, ნაწლავთა სისტემას. ყურადღება ყველა ნიშანს მართებს, თუმცა, განსაკუთრებული ქალწულისა და თევზებს. ვეცადოთ, შაბათი, 10 სექტემბერი ფრთხილად, წინდახედურად გავიაროთ. არავითარი საჭესთან ჯირითი, საქმეების გარჩევა. შეიძლება, სხვადასხვა სახის შიშმა და კომპლექსებმა იჩინოს თავი, რაც მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს.“ - განაცხადა ასტროლოგმა „ჰოროსკოპთან“.