ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1757792325
მეტი დრო უნდა დაუთმოთ მატერიალური საკითხების მოგვარებას, შეადგინეთ ოჯახის ბიუჯეტი, შეამცირეთ უსარგებლო ხარჯები. კარგი იქნება წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
მერკური ხდება რეტროგრადული (ქალწული-ლომის ნიშნებში) დაფიქრდით, რაზე ხარჯავთ თქვენს რესურსს, ფულს. შეიძლება ფინანსები საჭიროებს მეტ კონტროლს. უნდა აიმაღლოთ თვითშეფასება და მეტი მოითხოვოთ: დაფასებაც და ჯამაგირიც
7 აგვისტოს მზე იუპიტერის მეგობრული ასპექტი გველოდება - გელოდებათ საინტერესო შეხვედრა. შეიძლება სოციალურ ცხოვრებაში ჩაერთოთ ან მოგეცეთ შანსი, თქვენი პროექტების პოპულარიზაცია მოახდინოთ.
8 აგვისტო - ლომის კარიბჭე, სიმრავლის პორტალი, სამი რვიანის დღე - ძლიერი დღეა. ჩაიფიქრეთ სურვილი, მიზანი, გააკეთეთ კეთილი საქმე. თან სად, თქვენს ნიშანში ხდება და თანაც მთვარე მზარდია. ეს კარგი პერიოდი 13 აგვისტომდე გაგრძელდება.
14 აგვისტო - მარსის იუპიტერის შეერთება - უნდა გამოავლინოთ იმპულსი, ძალა და ენერგია, რომ თქვენი მომავლის პროექტები ან დაიწყოთ, ან დაწყებულები განავითაროთ. წარმატება გელით, თუ თქვენი საქმიანობა ინტერნეტთანაა დაკავშირებული. იყავით მომართული, რომ შემოქმედებითი საქმიანობა
19 აგვისტო - საოცარი დღეა: ხდება სავსემთვარეობა მერწყულში, გარდა ამისა, ამისა, ამ დღეს უამრავი პლანეტა (მზე, მთვარე, მარსი, მერკური, ვენერა, სატურნო ერთმანეთთან დაძაბულობას ქმნის) ამ დღეს (პლუს/მინუს 2 დღე) არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება. ამასთან, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში. ფრთხილად მოაგვარეთ ფინანსური საკითხებიც.
27 აგვისტო - ვენერა-ურანის მეგობრული ასპექტი - მოულოდნელი წარმატება გელოდებათ კარიერაში, ფინანსებში. ზოგიერთი დაუგეგმავად შეიძენთ ლამაზ ნივთს. ან შეიძლება დაიწყოთ რაღაც, რაც მოგიტანთ ფინანსურ სარგებელს, გამოგარჩევთ გარემო მყოფებში.
28 აგვისტო - ვენერას უპირისპირდება ნეპტუნს - ისევ ფინანსური საკითხები საჭიროებს დაკვირვებას. მოერიდეთ ბუნდოვანებას, აფერისტებს და ტყუილს. განსაკუთრებით პარტნიორებთან თუ გაკავშირებთ ფინანსური საქმეები.
29 აგვისტო - ვენერას მეგობრული ასპექტი პლუტონთან და ამავე დღე ვენერა გადადის სასწორში - აჰა, აქ საინტერესო რაღაც შეიძლება მოხდეს: მგზავრობაში რომანტიკული ნაცნობობა, მიმოწერა და ფლირტი. ახალი ხელშეკრულების გაფორმება ან რაღაცა სასიამოვნოს სწავლის დაწყება, რაც თქვენს ტრანსფორმაციასაც მოახდენს და სიამოვნებასაც მოგიტანთ. ისე, არაა გამორიცხული, ლამაზი ავტომობილის მფლობელი გახდეთ.