23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 24-ე დღე. გახსოვდეთ, კომუნიკაცია ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. საინტერესო თავგადასავლები გელოდებათ, მთავარია, უარი არ თქვათ ახალ ურთიერთობებზე.  

ვერძი

დღეს მარტივად მოახერხებთ ახალი კონტაქტების მოძიებას. შესაძლოა, მხიარული თავშეყრის ადგილას საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელთანაც ურთიერთობა სარგებლიანი იქნება.

კურო

შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, მოლაპარაკებები...შეგექმნებათ განცდა, თითქოს ყველა ამბავმა თავი ერთად მოიყარა. იმოქმედეთ მიზანდასახულად და აუჩქარებლად.

ტყუპები

სასურველია, ეს დღე საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ. გაისეირნეთ მათთან ერთად ბუნებაში, იმოგზაურეთ, მოინახულეთ ღირსშესანიშნაობები.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა, გაუგებრობებმა იჩინოს თავი. გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, პარტნიორებთან ურთიერთობისთვის კარგი იქნება, შუამავლობა სთხოვოთ თქვენს ახლობლებს.

ლომი

ბოლო დროს, არც ისე გიმართლებდათ. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ცუდი პერიოდი დასრულდა და ვარსკვლავებმა სიურპრიზები და ახალი შესაძლებლობები მოგიმზადეს. მთავარია, ახლა შანსი ხელიდან არ გაუშვათ. 

ქალწული

ბიზნესში დიდი წინსვლა და წარმატება გელით, დადგა დრო, როცა თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ თავს.

სასწორი

იყავით ფრთხილად, შესაძლოა, გამჟღავნდეს თქვენი რაიმე საიდუმლო, ან ჩაგითრიონ ინტრიგაში. დიდია მოტყუების ალბათობაც.

მორიელი

ახალი შესაძლებლობები, ახალი შთაბეჭდილებები და სამყაროს ახლებური აღქმაა წამყვანი ახლა თქვენს ცხოვრებაში. აუცილებლად დაიწყეთ რაიმე ახალი, ან ყოველდღიურ რუტინაში შეიტანეთ სიახლე.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ქაოსურია ფიქრებმა მყუდროება დაგირღვიოთ. თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ახალი საქმე, ახალი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. იყავით მეტად გაბედული.

თხის რქა

მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ სხვათა მიმართ და პირად საქმეებში. მოთოკეთ ემოციები და ნუ აჰყვებით აბეზარ ფიქრებსა და ეჭვებს.

მერწყული

ნუ აჰყვებით ინსტინქტებს, შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ სკანდალი და ინტრიგები, ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები , მეტი გონიერება გამოიჩინეთ.

თევზები

დღეს შესაძლოა, თქვენმა სისუსტეებმა იჩინოს თავი. მიხვდებით, რომ მათ საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს თქვენს გონებაში. იმუშავეთ საკუთარ თავზე, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას.