12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შანსი გიჩნდებათ, შრომით სასურველი შედეგები, ან მეტი სარგებელი მიიღოთ ახალი საქმიანი პარტნიორის  დახმარებით. თვალი ადევნეთ ვითარებას და არ გამოგეპაროთ სასიკეთო მომენტები.

კურო

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჯერ კარგად გაიაზრეთ ნაბიჯები, რათა არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციაში, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, ფრთხილად ტრავმებთან.

ტყუპები

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. იყავით ყურადღებით, რათა დაგებულ მახეში არ ამოყოთ თავი.

კირჩხიბი

პირად ცხოვრებაში, მეტად აქტიური პოზიცია დაიჭირეთ, ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების მიმართ, ნუ შეეცდებით მათ გადაკეთებას, მოუსმინეთ, გაიაზრეთ მათი სურვილები და მხარში დაუდექით.

ლომი

ყველაფერი, რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება, იდუმალ ხასიათს ატარებს, გაერკვიეთ,  რისი გაკეთება გსურთ, შესაძლოა, საკუთარ თავში რაიმე უნარი აღმოაჩინოთ.

ქალწული

თავი შეიკავეთ მგზავრობისგან, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. მოსალოდნელია სერიოზული გართულებები გადაადგილებისას, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

სასწორი

მოზღვავებული ძალები სასურველი მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ, შექმნილი გარემოებები და გარშემომყოფნი, ახლა ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მუშაობს.

მორიელი

მოთმინება და შრომისმოყვარეობა კარგ შედეგებს მოგიტანთ, არის ალბათობა, საძირკველი ჩაუყაროთ ახალ ურთიერთობებს და შთამბეჭდავი შედეგები მიიღოთ ახლო მომავალში.

მშვილდოსანი

შეეცადეთ, შეიტანოთ სიახლეები თქვენს საქმიანობაში, სასიკეთო იქნება ფულის დაბანდება, ახალი პროექტები წარმატების მომტანი იქნება.

თხის რქა

შესაძლოა, დაგეგმოთ შორეული მოგზაურობა, ან დღის წესრიგში დადგეს საცხოვრებლის შეცვლა. ახალი შთაბეჭდილებები, ახალი მუხტი და ახალი გამოცდილებები გელით. იაქტიურეთ და ნუ დაელოდებით სხვებს, თავად იმოქმედეთ.

მერწყული

შექმენით მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, შეინარჩუნეთ წონასწორობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გაუგებრობებმა იჩინოს თავი.

თევზები

გამოიჩინეთ დიპლომატიური ნიჭი ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში. დახმარებისთვის მიმართეთ ნათესავებსა და ახლობლებს, ერთიანი ძალისხმევით მეტ წარმატებას მიაღწევთ.