სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

კონფერენცია

სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი მონაწილეობდა.

პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაზე ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულ პედაგოგს „ბაზის ბანკისგან“ 5 ათასი ლარი გადაეცა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით და ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს” ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, განათლების სფეროს, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.