როგორ გაუნულდებათ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება - ნინო ტალიაშვილის განმარტება

სტუდენტი

სტუდენტების მიერ განაცხადით მომართვის შემთხვევაში მათ გაუნულდებათ ფინანსური დავალიანება და 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაძლებლობა ექნებათ შეუფერხებლად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა განუცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენაა, სტუდენტთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნივერსიტეტების რექტორებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში შემოთავაზებულ იქნა სამართლიანი მიდგომა, რომელიც რა თქმა უნდა, უნივერსიტეტისთვის მისაღებია, ვინაიდან, უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლების ხელმისაწვდომობას. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს უნივერსიტეტს მუშაობა და სტუდენტების მიერ განაცხადით მომართვის შემთხვევაში მათ გაუნულდებათ ფინანსური დავალიანება და 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაძლებლობა ექნებათ შეუფერხებლად ჩაერთონ სასწავლო პროცესში“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს, შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება.

ასევე ნახეთ:

ნინი შერმადინის ახალ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

VIDEO: ღამე ჭამის სინდრომი და მისი დამარცხების გზები - რეკომენდაცია სახიფათო ჩვევისგან გასათავისუფლებლად

ბეკჰემების ოჯახის შესახებ სულ მალე დოკუმენტურ სერიალს ვიხილავთ - ნახეთ პირველი თრილერი