VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის(CERN) ექსპერიმენტის (CMS, CERN-LHC) ლიდერს, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს ტიციანო კამპორეზის უმასპინძლა. გაცნობით სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს, როგორც სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების, ისე KIU-ში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაპროექტების ეტაპზეა. ცენტრი აღიჭურვება ნაწილაკების ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლებით, რომელიც განკუთვნილი იქნება სამეცნიერო კვლევების და სამკურნალო მიზნებისათვის.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ: საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, სტუ-ს კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ს ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუ-ს სენატის სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე.
KIU-სა და CERN-ის სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები ჩაერთვებიან საზაფხულო და ადმინისტრაციულ საგანმანათლებლო პროგრამებში. ახალგაზრდები იმუშავებენ მოწინავე ტექნიკურ პროექტებზე ექსპერიმენტულ და საინჟინრო გუნდებთან ერთად; ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ მსოფლიოს უდიდეს ლაბორატორიას, დაესწრონ სემინარებსა და დისკუსიებს; მიიღონ თეორიული და ექსპერიმენტული ცოდნა ფიზიკის, ინჟინერიისა და გამოთვლითი მეცნიერების სფეროებში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერებს საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს, საკონფერენციო სივრცეებს, სპორტულ მოედნებს, რეკრეაციულ ზონებს და სხვა.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია(CERN) მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. CERN-ი მეცნიერებს სთავაზობს ნაწილაკების ამაჩქარებლების მსოფლიოში უნიკალურ კომპლექსს, რომელიც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კვლევების ჩატარებისთვის ფუნდამენტურ ფიზიკაში.