17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1760642262
გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის, არავითარი განსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2 250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის და დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე.
„შემდეგი გამოწვევა არის გაუმართავი დაფინანსების სისტემა. დღეს გვაქვს საგრანტო მოდელი, ერთგვარ ვაუჩერს გასცემს სახელმწიფო თითოეულ სტუდენტზე და ამ ვაუჩერის, გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის. არავითარი განსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2 250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს. ეს სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის, ეს არის ერთი პრობლემა და მეორე - დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. როდესაც სახელმწიფო რაიმეს აფინანსებს, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა დასახული. სახელმწიფო ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის დღეს არავითარი კავშირი არ არსებობს. ესეც საჭიროებს გამოსწორებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.