მანდატურის სამსახურის უფროსი სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

პავლე მაჭარაშვილი

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, პავლე მაჭარაშვილი, მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას, სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. ,,გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ მშვიდ, ღირსეულ და წარმატებებით სავსე წელს!მანდატურის სამსახურის ერთგული გუნდი მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით განაგრძობს ჩვენი მომავალი თაობის საჭიროებებზე ზრუნვას, რათა თითოეულმა ბავშვმა, შეძლოს განვითარებაზე ორიენტირებული განათლების მიღება, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში”.-განცხადა პავლე მაჭარაშვილმა.