36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
საქართველოსა და თურქეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. გივი მიქანაძის თქმით, ორი ქვეყნის ძალისხმევით განათლების, მეცნიერებისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის სფეროებში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ხორციელდება.
გივი მიქანაძემ მუსტაფა თურქერ არისს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს და პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხს. აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს შორის კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს მასპინძლობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.